პარიზთან ახლოს ავტომობილი პიცერიაში შევარდა. შედეგად 8 წლის ბავშვი დაიღუპა, 5 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
პოლიციამ ავტომობილის მძღოლი უკვე დააკავა. ჯერჯერობით უცნობია, ავარია შემთხვევით მოხდა თუ მძღოლი გამიზნულად მოქმედებდა.
BBC-ი კი ფრანგულ რადიოზე დაყრდნობით წერს, რომ კაცს თავის მოკვლა სურდა, ხოლო ავტომობილში იარაღი ჰქონდა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.