მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შემდგომ ხუთ მატჩში ვერ ითამაშებს. გადაწყვეყილებას ესპანეთის სამეფო ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.
“ბარსელონასთან” თამაშის დროს, 82-ე წუთზე პორტუგალიელმა მეორე ყვითელი ბარათი დაცემის სიმულაციისთვის მიიღო, რის გამოც ის სტადიონიდან გააძევეს. არბიტრი რიკარდო ბენგოეჩეას გადაწყვეტილება რონალდუმ ემოციურად მიიღო და მას ხელი ჰკრა. ეს ეპიზოდი მატჩის პროტოკოლში შეიტანეს.