მამაკაცი მეეზოვეს ჯერ ავტომობილით დაეჯახა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა

0
2610

ვიდეო, რომელიც ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის კამერებმა 12 ივლისს გადაიღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში კარდაგ ჩანს, რომ ავტომობილი მეეზოვეს ჯერ ეჯახება, შემდეგ კი მძღოლი მას ფიზიკურად უსწორდება. კადრებში ჩანან სამართალდამცველებიც. ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

„ტელეგრაფი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშრდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე აღძრულია საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე და 126-ე მუხლებით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას და ძალადობას გულისხმობს.

NO COMMENTS