გრიგოლ ნემსაძემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ხელმძღვანელობასთან ერთად  განიხილა

0
1592

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან  ერთად  განიხილა.

ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტში მომავალი წლისათვის პრიორიტეტულ მიმართულებებს კვლავ წყალმომარაგების გაუმჯობესება, საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია და სპორტული სტადიონების კეთილმოწყობა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სამუშაო რეჟიმში, აქტიურად ეცნობა. 

NO COMMENTS