ბოლნისის ისტორიულ უბნებში ქვაფენილის დაგება გრძელდება

0
1732

ქალაქ ბოლნისში, სააკაძის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 600 გრძივ მეტრზე ბაზალტის ქვით მოპირკეტება ხორციელდება. ეწყობა ტორტუარები და სანიაღვრე ცხაურებიც.
პროექტის განხორციელებისას 30-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
სააკაძის ქუჩის ქვაფენილით მოპირკეთების სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ძველი გერმანული სახლებია განლაგებული, გერმანელი კოლონისტების ცხოვრების პერიოდში მაშინდელ კატერინენფელდში, ქეჩებსა და ეზოებში ქვაფენილი იყო დაგებული.

NO COMMENTS