თურქეთში დაკავებული ბოლნისელი ახალგაზრდა გაათავისუფლეს

0
2933

თურქეთში დაკავებული ბოლნისელი ახალგაზრდა გ.ქ თავისუფალია. ახალგაზრდა მამაკაცმა სამართალდამცავი სტრუქტურები უკვე დატოვა და ხვალ სამშობლოში დაბრუნდება.

თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გ.ქ სამართალდამცავებმა სათვალეების მაღაზიაში სათვალის ქურდობისთვის დააკავეს, დაკავებისას გ.ქ-ს სათავლე და 2 მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა.

„გაუგებრობა იყო, რამდენიმე სათვალე მოისინჯა, ერთი შეარჩია, გაიკეთა, თანხა დადო და სწრაფად გამოვიდა, სამსახურში ეჩქარებოდა. ეს სიჩქარე ჩათვალეს საეჭვოდა და დააკავეს. მოგვიანებით სიმართლე დადგინდა და ის თავისუფალია,” – განუცხადა „ტელეგრაფს” დაკავებულის ნათესავმა.

 

NO COMMENTS