საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი ბოლო წამზე – 64:63 დაამარცხა და ევროპის B დივიზიონის მე-3 ადგილთან ერთად უმთავრესი ჯილდო – A დივიზიონის საგზური მოიგო.
მომავალ წელს ჩვენი U16 ნაკრები კონტინენტის ელიტარულ დივიზიონში იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ორი რუსთაველი კალათბურთელი, გიგი ტაბაღუა და ზურაბ ვაშაკიძე ასპარეზობენ.