ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ხოლო ბორჯომში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის მიუვალ ფერდობზე ხანძრის ჩასაქრობად ერთვება ვერტმფრენი, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავრცელებს.
ცეცხლი ლისის ტბაზე დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე ბალახის საფარს მოეკიდა,
წაღვერში კი ტყის მასივი იწვს.