მოსკოვის ერთერთ რესტორანში 36 იტალიელი ტურისტი მოიწამლა

0
1390

მოსკოვში, რესტორან “ესენინში” 36  იტალიელი ტურისტი მოიწამლა. ტურისტები სასტუმრო “ბოროდინოში” გახდნენ ცუდად, სადაც ისინო ცხოვრობდნენ, თუმცა, მათი მოწამვლის მიზეზი რესტორანში მიღებული საკვები გახდა.

სასტუმროს მეპატრონემ სასწრაფო დახმარების მანქანები გამოიძახა, რომლებმაც ტურისტებს ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება და მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, თუ კონკრეტულად რომელმა საკვებმა აწყინა ტურისტებს.

NO COMMENTS