სიღნაღში ავტორალის მონაწილე მანქანა დაიწვა

0
1417

სიღნაღში, ავტორალის მონაწილე მანქანა რკინის დამცავ ჯებირს შეეჯახა და აალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის ლოკალიზება მაშველებმა შეძლეს. აღნიშნულ ფაქტს პოლიცია შეისწავლის და ადმინისტრაციულ რეაგირებას მოახდენს.

ინფორმაციას მომხდარის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალება სპექტრი ავრცელებს.

NO COMMENTS