ნტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 20 ტურისტი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ თურქული სააგენტო Dogan იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ანტალია-ქემერის ტრასაზე გვირაბიდან გამოსვლისას გადატრიალდა.
მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ თურქეთში საქართველოს საკონსულოს შეტყობინება არ მიუღია, მათი ცნობით, კონსული მუდმივ კავშირშია თურქეთის შესაბამის უწყებებთან.