იტალიაში მაგნიტუდით 3,6 მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა

0
1514

იტალიაში კუნძულ ისკიზე მაგნიტუდით 3,6 მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა, არიან დაზარალებულები და უგზოუკვლოდ დაკარგულები.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჯერ უცნობია, არიან თუ არა დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები.

იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:58 საათზე მოხდა. ეპიცენტრი კუნძულ ისკის უშუალო სიახლოვეს ზღვაში 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

თვითმხილველების თქმით, ბიძგები მკვეთრად იგრძნობოდა, რამაც კუნძულის მოსახლეობაში და მრავალრიცხოვან ტურისტებს შორის პანიკა გამოიწვია.

მიწისძვრას ნგრევა კუნძულის საკურორტო უბანში მოჰყვა, სადაც არიან დაშავებული. რამდენიმე ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

წყარო: pia.ge

NO COMMENTS