საკალათბურთო კლუბ რუსთავს 3 ახალი ლეგიონერი ეყოლება

0
1622

რუსთავის საკალათბურთო გუნდი 3 ამერიკელ კალათბურთელს იმატებს. ადამ ბლეიზეკი გამთამაშებელი-მსროლელი, პოლ კუპერი მძიმე ფორვარდი-ცენტრი და ჯეკ კრუკი ცენტრი-მძიმე ფორვარდი, გუნდს 14 სექტემბრიდან შეუერთდებიან.

საკალათბურთო კლუბს წლევანდელ სეზონში გოგა ცეკვავაც დაუუბრუნდება და გუნდის კაპიტანი იქნება.

კითხვაზე განიხილება თუ არა ანატოლი ბოისას გუნდში დაბრუნების საკითხი კლუბის, წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ტელეგრაფი” ანატოლი ბოისას ესაუბრა.

– რუსთავის გუნდიდან ძალიან დიდი ხანია არავითარი შემოთავაზება არ მიმიღია, ასე რომ მე ყველანაირ შემოთავაზებას განვიხილავ, მაგრამ უბრალოდ არ არსებობს შემოთავაზება.

– იმ შემთხვევაში თუ იქნება შემოთავაზება, თქვენი სურვილი არის რომ ითამაშოთ რუსთავში?

– რუსთავი რა თქმა უნდა ჩემი ქალაქია, მანდ დავიბადე, გავიზარდე, მანდ დავიწყე კალათბურთის თამაში და არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, პირიქით დიდი სიხარულით ვითამაშებ, მაგრამ რა თქმა უნდა შემოთავაზებასაც გააჩნია.

 

NO COMMENTS