თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.
არჩევნების თარიღის დადასტურებას პრემიერ-მინისტრის კონტრ-ასიგნაციაც დასჭირდა. ოფიციალური აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ არჩევნებამდე 60 დღით ადრე გამოიცა, რის შემდეგაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.
პარალელურად, ცესკო ახსენებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს, რათა მათ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში – ანუ არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ მომდევნო 3 დღის განმავლობაში შესაბამისი განაცხადით ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართონ.