გარდაბნის მუნიციპალიტეტში მამაკაცი აწამეს

0
3777

ინფორმაციას ამის შესახებ ქვემო ქართლის ტელევიზია ავრცელებს.

ინფორმაცია და შემზარევი  ფოტო კადრები ტელევიზიას თავდაპირველად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაწოდეს.  შუა ხნის მამაკაცი ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა. როგორც ტელეკომპანიის წყარო აცხადებს, მამაკაცი ჯერ სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა და საავამდყოფოშია მოთავსებული. როგორც  ადგილობრივები აცხადებენ ის თანასოფლელებმა აწამეს, მიზეზად კი ეჭვიანობა სახელდება. შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაჩიანში მოხდა.

კადრებში, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა კარგად ჩანს რომ წამების ფაქტებს თვითმხილველები მობილური ტელეფონებით იღებდნენ.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 144  პრიმა მუხლით.  ხუთი პირი გამოძიებამ ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ ინციდენტში მონაწილე დანარჩენი 6 ადამიანიც.

NO COMMENTS