რუსთავის მერიაში შესასვლელ კარს გამოცვლიან

0
1815

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაბამისი პროექტის შესასყიდად ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელში გამარჯვებულიც გამოვლენილია. გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს ტექნიკური დოკუმენტაცია და წარუდგინოს მერიას, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად.

თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ამორტიზებული კარი, ახალი, მასიური ხისგან დამზადებული კარით ჩანაცვლდება. კარის დიზაინი უნდა იყოს ძველი სტილისა და შენობის შესაბამისი ორნამენტებით გაწყობილი.

NO COMMENTS