ბორჯომის ტყეში, სადაც 20 ლიტრიანი ბენზინის ბიდონი იპოვეს, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ.
შს სამინისტროს ცნობით, ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით მიმდინარეობს და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში მოხდა რეაგირება ტყეში ბიდონის აღმოჩენის საკითხზეც.