ხანძარი მძვინვარებს არდაგანის სასაფლაოებთან. ცეცხლი მთის ქვედა ფერდობზე ჩამოვიდა და მიაუახლოვდა სასაფლაოებს. ადგილზე ამ წუთებში პრემიერ მინისტრი და შსს მინისტრი მივიდნენ. მათ დავალებები გასცეს. მუშაობს 4 სახანძრო ბრიგადა, თუმცა დამატებით ძალასაც ელოდებიან.
ადგილზე დასახმარებლად უკვე მივიდნენ აზერბაიჯანელი მაშველები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის 2 კილომეტრით არის დაშორებული, სასაფლაოებს ნახევარ საათში მიაღწევს.
წყარო: imedinews.ge