ოჯახი, რომლის 5 წევრი ავტოავარიას ემსხვერპლა თბილისში სამკურნალოდ მიდიოდა

0
8740

დღეს დილით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავ ტრაილერს მისაბმელი მოძვრა და საპირისპირო მიმართულებით – ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. მანქანაში მსხდომი ადამიანებიდან 5 გარდაიცვალა, ერთი – ხანდაზმული მამაკაცი მძიმედ არის.

ახლობლების თქმით, გია ბოლქვაძის ოჯახი ბათუმიდან თბილისში სამკურნალოდ მიდიოდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს 6 წლის ბავშვი ექიმთან უნდა მიეყვანა. გარდა ამისა, როგორც ახლობლები ამბობენ, ასმათი ორსულად იყო და ექიმთან მასაც უნდოდა მისვლა – მეოთხე შვილს ელოდა… გია და ასმათ ბოლქვაძეებს ბავშვის გარდა თან ახლდათ ასმათის ძმა – იმედა,  და გიას დედა. ხუთივე ადგილზე გარდაიცვალა… გიასა და ასმათს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.

NO COMMENTS