საფრანგეთის პრეზიდენტმა 3 თვეში მაკიაჟზე 26 ათასი ევრო დახარჯა

0
1455

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, 3 თვის განმავლობაში ვიზაჟისტის მომსახურებაში 26 ათასი ევრო გადაიხადა. ამის შესახებ გამოცემა Closer-ი ჟურნალ Le Point-ზე დაყრდნობით წერს.

“როგორც ჩანს, ემანუელ მაკრონი ძალიან მიჩვეულია თავის ვიზაჟისტს. პრეზიდენტმა მოისურვა, რომ ის ელისეს სასახლეში ცხოვრობდეს”, – აღნიშნავენ ჟურნალში.

ფრანგმა ჟურნალისტებმა იპოვეს ორი ჩეკი, რომელიც პრეზიდენტის დანახარჯებს აღნიშნავს: ერთი 10 ათასს, ხოლო მეორე 16 ათასს ევროზეა გამოწერილი.

ჟურნალი წერს, რომ მაკრონის ვიზაჟისტს ნატაშა ჰქვია და რომ ის ახალგაზრდა პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიის დროსაც ეხმარებოდა.

NO COMMENTS