სოფელ აღაიანთან საავტომობილო გზის გასწვრივ ძლიერი ცეცხლია

0
1600

ამ წუთებში ძლიერიცეცხლია სოფელ აღაიანთან საავტომობილო გზის გასწვრივ. ცეცხლის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თქმით, ყანის პატრონი  საკუთარ ნაკვეთში წვავს პურის ყანის ნაწვერალს. პრევენციის მიზნით, სახანძრო ბრიგადაც ადგილზეა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაწვერალს სპეციალურად წვავენ, რათა მერე ხელოვნურად, ან ღამის საათებში არ გაჩნდეს ცეცხლი.

NO COMMENTS