შეფასების და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა

0
2537

სტატისტიკური ანალიზის მიხედვით ასე გამოიყურება მაქსიმალური ქულების რაოდენობა საგნების მიხედვით:

ზოგად უნარებში – 80 ქულიდან მაქსიმალური 79 ქულა 8 აბიტურიენტმა მიიღო.

ლიტერატურა – 80 ქულიდან  (4115 აბიტურიენტი) – მაქსიმალური 75 ქულა ერთმა აბიტურიენტმა.

ფიზიკა – მაქსიმალური ქულა 75 ( 753 აბიტურიენტი) უმაღლესი ქულა 75 ერთმა აბიტურიენტმა მიიღო.

ქიმია – მაქსიმალური ქულა 75 (1749 აბიტურიენტი) მაქსიმალური ქულა 75 სამმა აბიტურიენტმა მიიღო.

ბიოლოგია – მაქსიმალური ქულა 70 (4308 აბიტურიენტი) უმაღლესი 69 ქულა ორმა აბიტურიენტმა მიიღო.

სამოქალაქო განათლება – მაქიმალური ქულა 60 (1740 აბიტურიენტი) უმაღლესი ქულა 56 ერთმა აბიტურიენტმა მიიღო.

სახვითი და გამოყენებითი – ხელოვნება მაქსიმალური ქულა 70 (251 აბიტურიენტი) უმაღლესი 66 ქულა ერთმა აბიტურიენტმა მიიღო.

მათემატკია მაქსიმალური ქულა 59, (7722 აბიტურიენტი) უმაღლესი შეფასება 59 ექვსმა აბიტურიენტმა მიიღო.

(ყველგან სადაც მითითებული არ არის აბიტურიენტთა რიცხვი, მათი რაოდენობა 10 000 – ს აჭარბებს.)

გეოგრაფია მაქსიმალური ქულა 59, უმაღლესი შეფასება 57 ქულა ერთმა აბიტურიენტმა მიიღო.

ისტორია – მაქსიმალური ქულა 70, უმაღლესი 70 ქულა სამმა აბიტურიენტმა მიიღო.

ქართული ენა და ლიტერატურა მაქსიმალური ქულა 80, უმაღლესი შეფასება 80 ქულა ორმა აბიტურიენტამ მიიღო.

ინგლისურში 90-დან 90 – 53 აბიტურიენტმა მიიღო

რუსულში 90-დან 90  – 14-მა (5341 აბიტურიენტი)

გერმანულში 90-დან 90 ექვსმა აბიტურიენტმა (741 აბიტურიენტი), ხოლო ფრანგულში 90-დან 87 ერთმა. (132 აბიტურიენტი).

სრულად ანალიზი იხილეთ შემდეგ ბმულზე

 

NO COMMENTS