ლიანა ისაკაძის კონცერტის დროს მისი მეუღლე გარდაიცვალა

0
1860

26 აგვისტოს, ბათუმში ლიანა ისაკაძის კონცერტის დროს, მევიოლინეს მეუღლე თამაზ ჩაჩავა მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ კონცერტზე დამსწრეთაგან ხდება ცნობილი.

ლიანა ისაკაძე და თამაზ ჩაჩავა 45 წელი ცხოვრობდნენ ერთად. წყვილი ერთი კვირის წინ დაბრუნდა საქართველოში, რათა საუკუნის საუკეთესო მევიოლინეს მუსიკალურ ფესტივალ “ღამის სერენადებში” მიეღო  მონაწილეობარომელიც ბათუმში 26-28-29 აგვისტოს იმართება.


ფესტივალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მევიოლინემ ასე ისაუბრა მეუღლის შესახებ, რომელიც მასთან ერთად სიმღერას აპირებდა ფესტივალის დროს:

“ამჯერად, ფესტივალზე იმღერებს ჩემი მეუღლე ჯაზს. ეს იქნება ძალიან საინტერესო, ის ისე კარგად მღერის, ყველას მოეწონება. მეც დავუკრავ, აუცილებლად. თურმე, მეც ვუკრავ ჯაზს”, – აღნიშნა მუსიკოსმა.

ამასთან, პრესკონფერენციაზე თამაზ ჩაჩავამ ლიანა ისაკაძის წიგნის – “ლიანა ისაკაძის მედიტაციების” შესახებ ესაუბრა, რომელიც 10 წელია გამოცემულია. თამაზ ჩაჩავამ მეუღლის წიგნს გენიალური უწოდა.

NO COMMENTS