მარნეულის მუნიციპალიტეტში ხანძარია

0
1322

მარნეულის მუნიციპალიტეტში, შაუმიანის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ტყეში ბევრი პატარ-პატარა კერაა, რომლის ლოკალიზებაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. დამატებით სახანძრო ეკიპაჟებს ელოდებიან მარნეულიდან და ბოლნისიდან. ადგილზე იმყოფება მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი  ზაურ ტაბატაძე, რომელიც შექმნილ ვითარებას გაეცნო.

მისი თქმით, სოფელ შაუმიანის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის ლოკალიზებაში ადგილობრივი მოსახლეობაც იღებს მონაწილეობას.

NO COMMENTS