ნარკოტიკების საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნა

0
1570

ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა შეიმუშავა ვაქცინა, რომელიც დაიცავს ადამიანის ტვინს ჰეროინისა და სინთეტიკური ოპიოდების ზემოქმედებისგან. მკვლევარებმა პროექტი ამერიკული ქიმიური კავშირის კრებაზე წარადგინეს. ვრცლად კვლევას გამოცემა ScienceAlert-ი ავრცელებს.

ოპიოიდები შედგება მცირე მოლეკულებისგან, რომელსაც თითქმის ვერ აღიქვამს იმუნური სისტემა, ამიტომ ადამიანს არ შეუძლია წინააღდმდეგობა გაუწიოს მის ზემოქმედებას. სპეციალისტებმა, ორგანიზმის დაცვის გასააქტიურებლად ანტიგენზე დაფუძნებით შეიმუშავეს პრეპარატი – პატარა მოლეკულა, რომელსაც თვითონ არ გააჩნია იმუნოგენურობა, მაგრამ შეუძლია მისი შეძენა და მაგალითად, ცილებთან დაკავშირება.

ანტიგენი, თავისი სტრუქტურით ოპიოიდს ჩამოჰგავს. მისი ორგანიზმში შეყვანის შემდეგ, ადამიანის დამცავი სისტემა რეაგირებს უცხო სხეულის აქტივობაზე და ამასთან, სწავლობს ოპიოიდური სტრუქტურის ამოცნობას.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ვაქცინა ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვსა და გადაჭარბებისგან გამოწვეული სიკვდილის რიცხვს შეამცირებს.

NO COMMENTS