რუსთავში 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

0
1744

2017 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
დღეისთვის, სხვადასხვა მისამართზე, სტადიონების მოწყობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება.
პროექტის ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით, სულ, 31 სპორტული მოედანი მოეწყობა, რისთვისაც 1 მლნ 255 515 ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაიხარჯება. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში უნდა დასრულდეს.

პარალელურად, გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია გრძელდება გრანელის, თოდრიისა და ლეონიძის ქუჩებზე.
სანიაღვრე სისტემის მოწყობა და გზის კაპიტალური შეკეთება ხდება ძველ რუსთავში, გომელაურის ქუჩაზე და მიმდებარედ შიდა ეზოებში, ასევე, 9 მაისისა და მაიაკოვსკის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე.

აქტიურად მიმდინარეობს #10 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა ცურტაველის ქუჩაზე, #6 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და ჭყონდიდელის დასახლებაში, #41 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია.

ნიკოლაძის ქუჩაზე, #2 საჯარო სკოლის შენობის მიმდებარედ, ტროტუარის დამცავი ბარიერი და ღობე ეწყობა. სამუშაოები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

9 ძმა ხერხეულიძის ქუჩის #9 საცხოვრებელ კორპუსში გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. შენობის სახურავი რამდენიმე კვირის წინ, ხანძრის შედეგად დაზიანდა.

დღეისთვის, რუსთავში 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. აქედან, სამუშაოებისთვის 9 მლნ 500 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან იხარჯება.

NO COMMENTS