კომპანია „რუსთავის წყალი“ განცხადებას ავრცელებს

0
3072
ხვალ, 1-ელ სექტემბერს, კომპანია „რუსთავის წყალი“ მნიშვნელოვან ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ქალაქ რუსთავში ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალ წყალმომარაგების მთავარ ქსელზე კომპანია ახალ, ევროსტანდარტის 600 მმ-იანი ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს.
შედეგად შემცირდება როგორც დაზიანებების რაოდენობა, ასევე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი და რუსთავის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 1-ელ სექტემბერს, 22:00 საათიდან, ზეგ, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.

NO COMMENTS