საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისი წესით მიმნიჭებელთა წრე გაფართოვდება

0
1300

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პროცედურა გამკაცრდება.

ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გაიზარდა მოქალაქეობის მსურველთა რაოდენობა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ სასურველია, პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს და საზოგადოების მეტი ჩართულობაც იქნას უზრუნველყოფილი. ასევე, მეტად დაიხვეწოს კრიტერიუმები.

თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, კრიტერიუმების დახვეწაში რა იგულისხმება. მან აღნიშნა, რომ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ის თავად კონსულტაციებს იუსტიციის სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან დღესვე დაიწყებს.

„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეიდან, პირველი სექტემბრიდან, კიდევ უფრო მეტად იხვეწება მიდგომები საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი თვლის, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების წევრების ჩართულობა მოქალაქეობის მინიჭების პროცესში. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, დღეიდან მე ვიწყებ კონსულტაციებს შესაბამის უწყებებთან, იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან,“ – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი. 

მისი განმარტებით, მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მიღებისთვის პრეზიდენტთან ოთხკაციანი კომისია მუშაობს, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები შედიან. პრეზიდენტის ინიციატივით, აღნიშნული კომისია უნდა გაფართოვდეს.

NO COMMENTS