გრიგოლ ნემსაძემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

0
1437

5 სექტემბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, პირველმა მოადგილესთან ალექსანდრე მეტრეველთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

გრიგოლ ნემსაძე ადგილზე, პირადად გაეცნო ქალაქში  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, რომელიც ამ ეტაპზე   თავდადებულის, მუსხელიშვილის, რუსთაველის, გამსახურდიას, პუშკინისა და წერეთლის ქუჩებზე მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა, შეიქმნება ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობები. 

NO COMMENTS