ყაზბეგში, პოლონელი ტურისტი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მყინვარწვერზე მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა გუშინ მოხდა და პოლონელი ტურისტის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.