ყარაჯალაში, ჯგუფური წამებისა და ძალადობის მსხვერპლი საავადმყოფოდან გაწერეს

0
1759

42 წლის კაცი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ჯგუფური წამებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, საავადმყოფოდან გაწერეს.

ოჯახის ახლობელის თქმით, ის ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს უკვე სახლში გადის. მამაკაცს სხეულზე მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე უკვე 6 პირია დაკავებული. ყველა მათგანს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მათივე ინფორმაციით, დღემდე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე დანარჩენი პირების დაკავების მიზნით.

21 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში 42 წლის კაცი ეჭვიანობის ნიადაგზე, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანეს და სასტიკად სცემეს. ასევე, მის მიმართ სექსუალური ძალადობაც განხორციელდა.

NO COMMENTS