ანტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

0
2171

ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. თურქული მედიის ინფორმაციით, კაცი სასტუმროში მუსიკოსად მუშაობდა.

მათივე ცნობით, 59 წლის კაცი ნომერში შეუძლოდ გახდა. მისმა მეგობარმა დახმარებისთვის სამედიცინო ჯგუფს მიმართა, თუმცა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

NO COMMENTS