კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

0
2151
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, 7 სექტემბერს, მშვიდობის ქ. N 2-თან, კომპანია „რუსთავის წყლის“ 800 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი დაზიანდა.
„ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ მილის დაზიანებული მონაკვეთი 3 მ სიღრმეზეა მოთავსებული, რაც სამუშაო პროცესს ართულებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 7 სექტემბრის 23:00 საათიდან, ხვალ, 8 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქ. რუსთავში XI-XXI მიკრორაიონებს; შარტავას გამზირს; ლეონიძის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებს; ჭყონდიდელის დასახლებას;
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.”- ნათქვამია განცხადებაში.

NO COMMENTS