პრემიერმა EBRD-ს მხარდაჭერისთვის მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა

0
1398

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის ვიზიტს გამოეხმაურა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. 2016 წლის განმავლობაში ამ საფინანსო ინსტიტუტმა განახორციელა 17 პროექტი და 250 მილიონი ევროს ინვესტიცია, რაც უპრეცედენტოა და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, მცირე და საშულო ბიზნესის განვითარება, კონკრეტულად პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესის მხარდაჭერაში არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა პრემიერმა.

EBRD-ის პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს უკვე მესამედ ესტუმრა, თბილისში 5 სექტემბერს ჩამოფრინდა.

სუმა ჩაკრაბარტსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის შემდგარი შეხვედრის შემდეგ, მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, რომელზეც ჩაკრაბარტმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე პროგნოზი გააკეთა.

NO COMMENTS