ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

0
1680

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

გუბერნატორმა ადგილზე მოინახულა საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი. ასევე მეუფის რეზიდენციის, თოდრიას ქუჩისა და ქალაქში სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის გუბერნატორი მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, აქტიურ რეჟიმში, ეტაპობრივად ეცნობა. 

NO COMMENTS