ძლიერი ქარი რუსთავში

0
3450

დილიდან ძლიერი ქარია რუსთავში, რასაც ხანმოკლე წვიმაც დაერთო. რამდენიმე მისამართზე დაზიანებულია სახურავი და დამტვრეულია ხის ტოტები.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, მოსახლეობისგან ქარის შედეგად სახურავის დაზიანების შესახებ ამ დროისთვის ორი შეტყობინება შევიდა. ქარმა სახურავი დააზიანა კოსტავას გამზირზე, #19 საცხოვრებელ კორპუსზე. უსაფრთხოების მიზნით საპატრულო პოლიციამ ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებისათვის მოძრაობა შეზღუდა. სახურავი დაზიანდა მეგობრობის #10-ში. ძლიერმა ქარმა ხეები დაამტვრია ფალიაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე.

გზები გაწმნდილია ააიპ ,,უზრუნველყოფის” მიერ. ასევე მიმდინარეობს ავარიული ხეების დამუშავება.

NO COMMENTS