ბათუმში ორი მუშა მშენებლობიდან გადმოვარდა

0
1580

ბათუმში, მშენებლობიდან ორი ახალგაზრდა მუშა გადმოვარდა, რის შედეგადაც ორივე მათგანი დაიღუპა. ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპვის მიზეზი მშენებლობიდან ამწის მოწყვეტამ გამოიწვია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

წყარო:pia.ge

NO COMMENTS