12 სექტემბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებზე იმსჯელეს. დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.