„რუსთავქალაქობა 2017’’-ის ფარგლებში რუსთავის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

0
2874

„რუსთავქალაქობა 2017’’-ის ფარგლებში, კულტურისა და დასვენების პარკში რუსთავის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საპატიო მოქალაქის წოდება წელს 11 რუსთაველს მიენიჭა.
2017 წლის საპატიო მოქალაქეებს სპეციალური სიგელები ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ გადასცეს.
წლის საპატიო რუსთაველებად დაასახელეს: შოთა რეხვიაშვილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, ლეილა ციცქიშვილი(პედაგოგი), ვახტანგ მაღლაკელიძე(ხელოვანი), მერაბ კანდელაკი(ინჟინერი), ხათუნა ხავთასი-შუბლაძე(მრავალშვილიანი დედა), გოჩა ტაბატაძე (ექიმი),გიორგი ლეჟავა (ბიზნესმენი), ზებედა რეხვიაშვილი (მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში), ომარ გუგეშაშვილი (დამსახურებული მწვრთნელი), მამული ალავიძე (ინჟინერი), სოსო ელიზბარაშვილი (მსახიობი).
რუსთავის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება ყოველ წელს, ტრადიციულად რუსთავქალაქობის ფარგლებში იმართება.
მოგვიანებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში მიმდინარე საზეიმო ღონისძიების ფარგლებში საჩუქრებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ რუსთავის საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები და წარმატებულ რუსთაველი სპორტსმენები.

NO COMMENTS