​რუსთავში #41 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია დასრულდა

0
1485

ევროკავშირისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ააიპ „მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა“, 2015-2017 წლებში,  ევროკავშირისა და, მერების შეთანხმების „სადემონსტრაციო პროექტების“  (CoMDeP) ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, განახორციელა  პროექტი – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“.

პროექტი მიზნად ისახავდა ქალაქ რუსთავში №6,  №40 და №41  საბავშვო ბაღების ენერგოეფექტურ რეაბილიტაციას, რაც  შენობების თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით და სისტემებით აღჭურვას ითვალისწინებდა.

პროექტის ფარგლებში აღნიშნულ საბავშვო ბაღებში მოხდა:

  • ენერგოეფექტური კარ-ფანჯრების დამონტაჟება თბოსაიზოლაციო ფირებით  

  • ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემების მონტაჟი მზის კოლექტორებთან კომბინაციაში

  • მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო სისტემის  ფირფიტოვანი რეკუპერატორის დამონტაჟება

  • ახალი ელექტროტექნიკური სისტემის მონტაჟი ლუმინისცენტური სანათებით

  • შენობის გარე კონსტრუქციების (კედლების, სახურავის, იატაკის, სარდაფის ჭერის)  თბოსაიზოლაციო ფილებით დათბუნება

ქალაქ  რუსთავის #6, #40 და #41 საბავშვო ბაღებში დანერგილი ენერგოეფექტური ტექნოლოგიები დაეხმარება ქალაქს „მერების შეთანხმებაზე“  ხელმოწერის შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებაში, ბაღის აღსაზრდელებისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში და გადასახადების შემცირებაში.

NO COMMENTS