კაზრეთის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს

0
1305

პირველ ეტაპზე მაგისტრალური არხის 4 კმ-მდე ფილტრაციული მონაკვეთი რკინა-ბეტონით მოპირკეთდება.
პროექტის სრულად განხორციელების შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 1045 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი. გაუმჯობესებული საირიგაციო მომსახურებით ისარგებლებს მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობა.
სამუშაოების პირველი ეტაპი 2017 წლის ბოლოს დასრულდება.
2012 წლის ოქტომბრიდან ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46 255 ჰექტრამდეა გაზრდილი.

NO COMMENTS