ბოლნისის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის სასმელი და საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0
1401

იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის სასმელი და საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს სასმელი წყლის საწმენდი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ალტერნატიული საირიგაციო სისტემის მონტაჟს, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს ადგილობრივ მოსახლეობას, სარწყავი წლის უწყვეტი მომარაგებით. დამონტაჟება 2 300 მეტრი სიგრძის ახალი მილები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება 240 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მორწყვა, რაც სარგებელს მოუტანს აღნიშნულ სოფლებში მაცხოვრებელ რამდენიმე ათას ადამიანს.
პროექტის, მიზანია ხელი შეეწყოს სოფელ ბოლნისში, ზემო ბოლნისში, ფოლადაურსა და სამწევრისში მცხოვრები მოსახლეობის ფართო ხელმისაწვდომლობას უსაფრთხო სასმელი და სარწყავი წყლისადმი.
პროექტის ღირებულება 240 000 ლარია.

NO COMMENTS