გრიგოლ ნემსაძემ წარმატებული რუსთაველი ახალგაზრდა დააჯილდოვა

0
2078

29 სექტემბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილესთან კახა კობერიძესთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციაში,  წარმატებულ რუსთაველ ახალგაზრდას, შერმადინ ოსაძეს უმასპინძლა.

მხარის გუბერნატორმა შერმადინ ოსაძე მაღალი აკადემიური მოსწრებისა და მიღწეული წარმატებისთვის, ხოლო მისი მასწავლებლები ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის სიგელებით დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველმა  სტუდენტმა  მსოფლიოს  ფინანსურ  ცენტრში,  ლონდონის  საფონდო ბირჟაზე  საგზური  მოიპოვა.  18  წლის  შერმადინ  ოსაძემ მონაწილეობა ორგანიზაცია  “მურწყუს”  კონკურსში  მიიღო და  მათემატიკის  მოდელირებაში  10-დან  9.71  ქულა  მიიღო, აღნიშნული შედეგით  კი 5  საუკეთესო  კონკურსანტს  შორის  მოხვდა.

შერმადინ ოსაძემ მიმდინარე წელს რუსთავის N 2 საჯარო სკოლა დაამთავრა და 100%-იანი  გრანტით  საქართველოს  ბანკის  უნივერსიტეტში  ჩაირიცხა. სტუდენტი  კონკურსში  გამარჯვებულ  4  მონაწილესთან  ერთად  გაერთიანებულ სამეფოში  რამდენიმე  თვეში  გაემგზავრება.  საგზურთან  დაკავშირებულ  ყველა ხარჯს კი საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი დაფარავს.

NO COMMENTS