რუსთავში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების მონტაჟი მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, კოსტავას გამზირსა და თოდრიას ქუჩაზე ავტობუსების განრიგის, დროისა და ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებელი 8 ახალი მონიტორი დამონტაჟდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მოხდება ქალაქის მასშტაბით, ავტობუსების გაჩერებებზე უკვე არსებული 25 ელექტრონული ტაბლოს სრული რეაბილიტაციაც.
სამუშაოები 10 დღეში დასრულდება.