პროექტი: “ლეგო-ლოგიკა” გრძელდება

0
1473

პროექტი: “ლეგო-ლოგიკა” ხორციელდება:
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.
პროექტის მსვლელობას აკვირდება ბავშვის ფსიქოლოგი ნათია წიფურია:
მინდა დაგარწმუნოთ რამდენად კარგ როლს თამაშობს ,,ლეგო ლოგიკის’’ კურსი მოსწავლეების განვითარებაში. ხშირად მსმენია, როცა ზრდასრული ადამიანები ამბობენ პატარებზე : ,,-პატარაა, მაგას რა უნდა გააგებინო, რატომ უხსნი …’’ – რაც ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია. ეს ბავშვები არიან ყველაზე ცხადი მაგალითი იმისა, რომ მათ ყველაფერი ესმით და ზრდასრულებზე უკეთ შეუძლიათ პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება, რაც ,,ლეგო ლოგიკის’’ ერთ-ერთ მათავარ მიზანს წარმოადგენს: აზროვნებასთან ერთად ასწავლოს, როგორ უნდა მოიძიოს გზები, რომ გარკვეული პრობლემები გადაიჭრას. ბავშვები ფიქრობენ მომავალზე, რომ მათ თუ არა სხვა ბავშვებს მაინც ჰქონდეთ კარგი სკვერი, რომელშიც ბევრი ბავშვი დაეტევა და მშობელიც შეძლებს დასვენებას, პარალელურად თვალყურისდევნებას. ასევე, ჰქონდეთ უსაფრთხო გარემო, რომელსაც ჩვენი მომავალი პოლიციელი მოსწავლეები გვპირდებიან, გვქონდეს უსაფრთხოების სისტემა, რომელიც საქართველოს მტრისგან დაიცავს. და ბოლოს, მეოთხე კლასელი მოსწავლე, რომელსაც ესმის ოკუპირებული ტერიტორიის მნიშვნელობა, ეს კიდევ ერთხელ გვიბიძგებს იმისაკენ, რომ დავფიქრდეთ, ხომ არ ჯობს ზოგჯერ ჩვენ, უფროსებმა, მათგანაც მივიღოთ რჩევები და მოვუსმინოთ მათ აზრს, რაც ბავშვის თვითშეფასების განვითარებისათვის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. ,,ლეგო ლოგიკის’’ კურსი მოსწავლეს საშუალებას აძლევს საკუთარი ძალები მოსინჯოს და კიდევ ერთხელ დაფიქრდეს რა სურს რომ მომავალში გააკეთოს, რადგან ეს თავისმხრივ მათ ხელს უწყობს გააკეთონ სწორი არჩევანი პროფესიის არჩევისას.

NO COMMENTS