რუსთავში გიგა ლორთქიფანიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა გაიხსნა

0
1357

რუსთავის მუნიციპალურ თეატრში რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმებიდან ნაწყვეტების ჩვენებაც მოეწყო.
ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საკრებულოს წევრები, რეჟისორის ოჯახის წევრები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები დაესწრნენ.

წელს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრი 50 წლის იუბილეს ზეიმობს. საიუბილეო ღონისძიებების აღნიშვნა კი დამფუძნებელი რეჟისორის ფოტო გამოფენით დაიწყო. გამოფენა ერთ თვეს გასტანს.
ღონისძიებების ორგანიზატორი გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი და რუსთავის მერიაა.

NO COMMENTS