რუსთავში 84-ვე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა. როგორც „ტელეგრაფს“ რუსთავის #20-ე ოლქში განუცხადეს, ამომრჩეველმა ხმის მიცემა ზუსტად 08.00 საათიდან დაიწყო.
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, ამომრჩეველი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატსა და 64 მერს პირდაპირი წესით 4 წლის ვადით აირჩევს.