რომელმა პარტიამ რამდენი მანდატი მიიღო რუსთავის საკრებულოში

0
2184

რუსთავის საკრებულოში ხუთი პარტიის წარმომადგენელი შევიდა. როგორც რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაურმა განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 10 მაჟორიტარული და 8 პროპორციული სისტემით მოიპოვებული მანდატი ექნება, სამი მანდატი მიიღო ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“, ორი – ,,ევროპულმა საქართველომ, თითო-თითო დეპუტატი შევა საკრებულოში ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ და ,,ლეიბორისტული პარტიიდან“.

თვითმმართველობის არჩევნებში, რუსთავში ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ გაიმარჯვა. საბოლოო შედეგების მიხედვით, ირაკლი ტაბაღუამ, არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების 53, 05 % მიიღო.

NO COMMENTS