174 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერი გადაეცა

0
2544

ქვემო ქართლში წარჩინებული, ქვემო ქართლელი, მოსწავლეები დააჯილდოვეს.

რეგიონის მასშტაბით, პერსონალური კომპიუტერი, სულ 174 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა, რომლებმაც განათლების საბაზისო კურსი უმაღლესი შეფასებით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა მზარდია და ბოლო სამი წლის განმავლობაში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რიცხვი ფაქტობრივად გაორმაგდა.

მოსწავლეები მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვეს. დაჯილდოებას, რუსთავის ახლადარჩეული მერი, ირაკლი ტაბაღუა და პარლამენტის წევრი, გიორგი ბეგაძე ესწრებოდნენ.  

NO COMMENTS