თბილისში H&M-ის პირველი მაღაზიის გახსნის ზუსტი დრო ცნობილია

0
2639

საერთაშორისო შვედური ბრენდი H&M-ი (Hennes & Mauritz AB), საქართველოში პირველ მაღაზიას რუსთაველის გამზირის N2/4-ში მდებარე გალერია თბილისში გახსნის. მაღაზია, რომელიც სამ სართულსა და სამი ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება, 2017 წლის 18 ნოემბერს, 12 საათზე გაიხსნება.

“ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით. მოუთმენლად ველით 18 ნოემბერს – იმ წუთებს, როცა ქართველი მომხმარებლები „გალერია თბილისის“ კარებს გახსნიან და H&M-ის სამყაროში შეაბიჯებენ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მრავალფეროვანი და შთამაგონებელი პროდუქცია, რომელიც სტუმრებს პერსონალური სტილის შექმნაში დაეხმარება, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებს”, – აღნიშნავს კლაუდია ოსვალდი, H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, ხორვატიაში, სერბეთში, სლოვენიასა და საქართველოში.

როგორც კომპანია აცხადებს, მაღაზიის პირველი სტუმრებისთვის გათვალისწინებულია ფასდაკლება და საჩუქრები.

NO COMMENTS